რემონტის შემდგომი დალაგება

კატეგორია
დასუფთავების სერვისები - რემონტის შემდგომი დალაგება

ფასის გამოთვლა და დაჯავშნა

ობიექტი *
აირჩიეთ შენობის ტიპი
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ფართობი
 კვ. მ
მიუთითეთ დასალაგებელი პერიმეტრის ზომა
ხანგრძლივობა
 სთ
მიუთითეთ დალაგების ხანგრძლივობა საათებში
0.00
0.00
0.00
კატეგორია *
მომსახურების ტიპი
ტიპი *
რაოდენობა *
მიუთითეთ ერთეულების რაოდენობა
0.00
სულ: 
0.00
  ₾
დაანგარიშება წარმოადგენს საორიენტაციო ფასს
შეჯამება
0.00

სერვისის შესახებ

სერვისი უზრუნველყოფს რემონტის შემდგომ ბინის, კერძო სახლის, ოფისის ან სხვა ნებისმიერი სივრცის გამოსაყენებლად მომზადებას. დალაგება-დასუფთავების პროცესი მოიცავს სრულყოფილი სისუფთავის მიღებისთვის საჭირო ყველა ეტაპსა და დეტალს.

საუკეთესო შედეგისთვის ვარდოს გუნდი იყენებს პროფესიონალურ მეთოდებს და მიდგომებს, ყურადღებას ამახვილებს ყველა დეტალზე და ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე, რათა თქვენი სივრცე გახდეს საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გამოსადეგი და ამასთან – სასიამოვნო.

აღწერა

  • სამშენებლო ნარჩენების ზედაპირებიდან მოშორება
  • ფუგის, ცემენტისა და საღებავის ზედაპირებიდან მოშორება
  • კერამიკული ფილების წმენდა ფუგისა და სხვა სარემონტო ნარჩენებისგან
  • ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა
  • კედლების მშრალი წესით წმენდა (მტვრისგან)
  • ავეჯის წმენდა (მტვრისგან)
  • რადიატორების წმენდა
  • ორთქლის აპარატით სტიკერების მოშორება
  • ბინის ყველა კარის წმენდა
  • ელექტრო ჩამრთველების წმენდა
  • სანათების, ბრების წმენდა
  • ორთქლის აპარატით კერამიკული ფილების დეზინფექცია
  • აბაზანის დალაგება/დასუფთავება
  • იატაკის მშრალი და სველი წესით წმენდა
  • ბინის საცხოვრებლად მომზადება

დამატებითი ინფორმაცია

რა შედის? (დეტალურად)

• ფანჯრების წმენდა (ჩარჩო, მინები)
(ე.წ „ყრუ“ და მიუდგომელი ფანჯრები იწმინდება ჯოხით შეძლებისდაგვარად, მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით) ან კალათის დაქირავებით (რაც ფასს არ შედის პაკეტის ღირებულებაში)

• მტვრისგან იწმინდება ბინაში არსებული ახალი ავეჯი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან
(ავეჯზე თუ რთულად ასაძრობი სტიკერებია დარჩენილი, მოხდება ფასის კორექტირება)

• მშრალი წესით მტვრისგან იწმინდება კედლები და ჭერი (კედლების ცალკეული ადგილების ხეხვა არ შედის პაკეტის ღირებულებაში)

• იწმინდება რადიატორები

• იწმინდება ელექტრო ჩამრთველები

• იწმინდება ჭაღები, სანათები
(ჭაღის და სანათების მოხსნის და დაკიდების ვალდებულება არ გააჩნია "ვარდოს", თუმცა თუ ის მოხსნილია – გაირეცხება, დაკიდებულის შემთხვევაში გარედან მოხდება შეძლებისდაგვარად გაწმენდა.

• სარემონტო ნარჩენებისგან მთლიანად იწმინდება აბაზანა

• იწმინდება ყველა კარი

• იწმინდება საწოლის შიგთავსი მტვრისგან (თუ არის ანტრესოლი და სათავსო)

• იწმინდება ან იხეხება იატაკი სპეციალური სარემონტო ნარჩენების მოსაშორებელი ხსნარებით (საჭიროებისამებრ)

• რბილი ავეჯი იწმინდება მტვრისგან
(ზედაპირულად და ორთქლის აპარატით)

გასათვალისწინებელი დეტალები

• ბინაში მდგარი მძიმე ავეჯის გამოწევა, რომელიც დიასახლისისთვის რთული და მძიმეა, აღნიშნული ხდება დამკვეთის დახმარებით

• თუ ბინაში არსებული ავეჯი, ნივთი, აღჭურვილობა და აშ. ისეთი მასალისაა, რომელიც ზიანდება კონკრეტული ხსნარის ან გარკვეული კატეგორიის საწმენდი/სარეცხი საშუალების გამოყენებისას, დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის გაფორმების ან უშუალოდ საქმიანობის დაწყებამდე აცნობოს „ვარდოს“ აღნიშნულის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედაპირის პოტენციური დაზიანება.

• „ვარდო“ მუშაობს საკუთარი აღჭურვილობით. ადგილზე ხდება კიბის მიტანაც, რომელიც გათვლილია სტანდარტული ზომის (2.50-2.80-სმ მდე) ჭერისთვის. უფრო მაღალჭერიანი ობიექტის დასუფთავებისთვის საჭირო ხდება არასტანდარტული ზომის კიბე, რომლის არქონის შემთხვევაშიც, საფასურს ემატება 30 ლარი.

• „ვარდოს“ გააქვს ბინიდან მუშაობის პროცესში მისგან დაგროვებული ნაგავი, თუმცა თუ ბინიდან გადასაყრელია დამკვეთისგან დიდი რაოდენობით დატოვებული ნარჩენები, სურვილის შემთხვევაში, ემატება ნაგვის გატანის სერვისიც, რომელიც ცალკე ღირებულებას მოიცავს და არ შედის დასუფთავების ძირითად სერვისში (არ იგულისხმება მცირე ნარჩენები).

• თუ ობიექტზე დიდი ხნის მიმხმარი წებოა – კერძოდ, აქსფიქსის წებო და აშ. – გაითვალისწინეთ, რომ მისი ამოყვანის პასუხისმგებლობას კომპანია თავიდან იცილებს.

• გაითვალისწინეთ, რომ არსებობს დაბინძურება, რომელსაც ზედაპირის დაზიანების გარეშე ვერცერთი ხსნარი ვერ აცილებს, აღნიშნულის შესახებ ხდება დამკვეთის ინფორმირება მუშაობის პროცესში და მასთან შეთანხმებით გადაწყვეტილების მიღება

• გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტიპის სარემონტო მასალა, რომელიც მოხვედრილია ზედაპირს, არ ექვემდებარება გაწმენდას და შესაძლოა მასზე დარჩეს სითეთრედ.

სხვა სერვისები