წესები და პირობები

საერჩევი

წესები და პირობები

აღნიშნული წესები და პირობები (შემდგომში “პირობები”) არეგულირებს ვარდოს დალაგება-დასუფთავების სერვისების მიწოდების ძირითად პრინციპებს (შემდგომში “ვარდო”) მისი დამკვეთებისთვის. „ვარდოს“ მომსახურების მოთხოვნით დამკვეთი თანახმაა, ვებსაიტზე (www.vardocleaner.ge) გამოქვეყნებულ წინამდებარე წესებსა და პირობებზე:

ტერმინთა განმარტება
  • მომსახურება – ნებისმიერი სახის დალაგება-დასუფთავების სამუშაო, რომელიც ხორციელდება ვარდოს დალაგების სერვისის მიერ.
  • დამკვეთი – პირი, რომელიც იღებს ან გამოთქვამს სურვილს მიიღოს ვარდოს მომსახურება და თანახმაა შეთავაზებულ წესებსა და პირობებზე.
  • ვარდო – დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, რომლის მიერაც შესრულდება სამუშაოები დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
  • ფორსმაჟორული სიტუაცია – ისეთი სიტუაცია ან მოვლენა, რომელიც ვარდოს მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებას შეუძლებელს ხდის ან აფერხებს მას. მაგ.: ელექტროენერგიის ან წყლის შეწყვეტა, ტექნიკური პრობლემები.
  • ანგარიშსწორების წესი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების საფასურის გადახდას განსაზღვრულ დროში, შეთანხმებული მეთოდით.
  • შეკვეთა ან/და ჯავშანი – დამკვეთის მიერ განხორციელებული მოთხოვნა ვარდოს მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით.
  • ხარვეზი – მომსახურების ხარისხში არსებული პრობლემა/ები, რომელთა შესახებაც დამკვეთი აცნობებს ვარდოს და საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, ითხოვს მის გამოსწორებას.
  • პოტენციური საფრთხე – ნებისმიერი სახის გარემოება, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამუშაოების შესრულებისას თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე და საჭიროებდეს მხედველობაში მიღებას.
  • ფოტო/ვიდეომასალა – დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოს დაწყების, მიმდინარეობის ან დასრულების ეტაპებს და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ვარდოს მარკეტინგული მიზნებისთვის.
  • წესების ცვლილება – ვარდოს უფლება, შეცვალოს, დაარედაქტიროს ან განაახლოს მოქმედი წესები და პირობები, რათა ის შეესაბამებოდეს მიმდინარე საჭიროებებს.
სერვისის აღწერა
  • ვარდო გთავაზობთ პროფესიონალურ დალაგება-დასუფთავების მომსახურებას საცხოვრებელი, სხვა არასაცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის.
  • გასაწევი მომსახურების თაობაზე შეთანხმება დგება ერთი მხრივ „ვარდოსა“ და მეორე მხრივ დამკვეთს შორის დასუფთავების ტიპის, მისი სიხშირისა და ნებისმიერი კონკრეტული მოთხოვნების შესახებ.
ვარდო ორიენტირებულია დამკვეთისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებასა და მის კმაყოფილებაზე.
ინფორმაციის გაცნობა და თანხმობა

აღნიშნულ წესებზე და პირობებზე თანხმობით, დამკვეთი ადასტურებს, რომ მან სრულად წაიკითხა და გაეცნო მომსახურების დეტალებს, აღწერას და მასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია შერჩეული სერვისის გვერდზე და არ აქვს დამატებითი კითხვები მასთან დაკავშირებით.

მოთხოვნა და გაუქმება
  • დამკვეთი „ვარდოს“ მომსახურების მიღების შესახებ მოთხოვნას აფიქსირებს „ვარდოს“ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით, რაც მოიცავს, თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს: სატელეფონო ნომრებს, იმეილს, ვებსაიტზე განთავსებულ ე.წ „ლაივ ჩატსა“ და შეკვეთის გაფორმების ელექტრონულ ფორმას.
  • ინფორმაცია გაუქმების ან მომსახურების მიღების გადავადების მოთხოვნის შესახებ უნდა ეცნობოს „ვარდოს“ დაგეგმილ შეხვედრამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, დამკვეთისთვის ხელსაყრელი, „ვარდოს“ მიერ შეთავაზებული, ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების საშუალებები
  • დამკვეთს შეუძლია ვებსაიტზე ხელმისაწვდომი კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოს მომსახურების სავარაუდო ღირებულება. თუმცა, აღნიშნული ფასი შეიძლება არ იყოს ზუსტი დამკვეთის სპეციფიკურ საჭიროებებისა და შესრულების სირთულეების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოო ფასი ყოველთვის განისაზღვრება „ვარდოს“ წარმომადგენლის მიერ, დამკვეთის შეკვეთის დადასტურებისას. 
  • შეკვეთის გაფორმებისას შეთანხმება დგება ერთი მხრივ „ვარდოსა“ და მეორე მხრივ დამკვეთს შორის გადახდის მისაღები პირობებისა და მეთოდების შესახებ.
ფორსმაჟორული სიტუაცია
ობიექტზე მუშაობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები

„ვარდო“ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, როცა სამუშაო პროცესი ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ჩერდება ან ფერხდება. ფორსმაჟორული სიტუაციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ელექტრო ენერგიის შეწყვეტა

წყლის შეწყვეტა

სხვა გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები

ასეთ შემთხვევებში, თუ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო გარემო პირობები გონივრულ ვადებში არ იქნა აღდგენილი, სამუშაო დროის ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით.

ანგარიშსწორების წესი:

  • მოცემულ შემთხვევაში, ყოველი დიასახლისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის დახარჯული დროის ღირებულება განისაზღვრება საათობრივად, ინდივიდუალურად, თითოეული მათგანისთვის, 1 საათი 20 ლარით.
  • ჯამურად გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული პრინციპის მიხედვით, იმ დროის დაანგარიშებით, რაც დიასახლისებმა ობიექტზე გაატარეს.
  • აღნიშნული შემგომ ყოველი მომდევნო მოლაპარაკება, მათ შორის სურვილის შემთხვევაში, დაწყებული სამუშაოს დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, წარმოადგენს სხვა შეთანხმებას და შეთანხმებულად ითვლება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში.
ხარვეზის შესახებ შეტყობინება
  • დამკვეთს, მომსახურების მიღებისა და ჩაბარების შემდეგ, მომდევნო 12 საათის განმავლობაში, აქვს საშუალება მიღებულ სერვისში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ვარდოს“, მისი შემდგომი განხილვისა და აღნიშნულის თაობაზე, მხარეთა შემდგომი შეთანხმების საფუძველზე – რეაგირებისთვის.
  • გაწეულ მომსახურებაში წუნდებული ნაწილი, დასაბუთების მიზნით, დამკვეთის მიერ აღბეჭდილ უნდა იქნას ფოტო ან/და ვიდეო მტკიცებულების საშუალებით, რომლის მიწოდებაც შესაძლოა მოხდეს „ვარდოს“ მიერ დამკვეთისთვის შეთავაზებული ნებისმიერი ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით (მაგ. ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, ვებსაიტზე განთავსებული ლაივ-ჩატით“ და სხვა.)
  • „ვარდო“, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იხსნის პასუხისმგებლობას მომსახურების მიღებიდან მომდევნო 12 საათის გასვლის შემდგომ, სერვისში აღმოჩენილ ხარვეზებზე.
დამკვეთის პასუხისმგებლობა
  • დამკვეთი პასუხისმგებელია შეკვეთის გაფორმებისას „ვარდოს“ მიაწოდოს სრული, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ტერიტორიის, პეტრიმეტრის ან/და დასალაგებელი ნებისმიერი სივრცის შესახებ.
  • დამკვეთი პასუხისმგებელია უზრუნველყოს „ვარდოს“ დეტალური ინფორმირება, როგორც გასაწევი სერვისის ფარგლებში მისი საჭიროებების, ასევე სხვა ნებისმიერი წინასწარ გასათვალისწინებელი დეტალის შესახებ, რაც სამუშაო პროცესში „ვარდოს“ წარმომადგენლის/ების მხრიდან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.
  • დამკვეთი პასუხისმგებელია უზრუნველყოს „ვარდოს“ დეტალური ინფორმირება, ადგილზე არსებული პოტენციური საფრთხეების შესახებაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ფოტო/ვიდეოგადაღებისა და მისი გამოქვეყნების შესახებ
  • „ვარდო“ უფლებამოსილია სერვისის გაწევის პროცესში, მის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ შეაგროვოს ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ტერიტორიის/ბინის/სახლის/პერიმეტრის მდგომარეობას. მასალა შესაძლოა გამოყენებულ იქნას „ვარდოს“ სოციალური ქსელების გვერდებზე ან/და სხვა სარეკლამო საშუალებებში.
    თუ დამკვეთი არ არის თანახმა აღნიშნულის განხორციელებაზე, ის ვალდებულია წინასწარ, სერვისის დაწყებამდე აცნობოს „ვარდოს“ მისი პოზიციის შესახებ, „ვარდოს“ მიერ შეთავაზებული საკომუნიკაციო ნებისმიერი არხის საშუალებით.
წესების და პირობების ცვლილების შესახებ
  • “ვარდო” იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ შეცვალოს, დაარედაქტიროს ან/და ახლიდან განსაზღვროს მომსახურების გაწევისა და მიღების წესები და პირობები.
  • „ვარდო“ უზრუნველყოფს მის ოფიციალურ ვებსაიტზე (vardocleaner.ge) მოქმედი წესებისა და პირობების შესახებ დოკუმენტზე მუდმივ ხელმისაწვდომობას.
მოქმედი კანონმდებლობა
  • ნებისმიერი დავა მხარეთა შორის წყდება შეთანხმების საფუძველზე, ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში კი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დალაგების სერვისის გამოძახება - vardocleaner.ge stamp

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით